-
2020-04-22 12:35
ავსტრალია მზად არის მხარი დაუჭიროს საერთაშორისო გამოძიებას კორონავირუსის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან, გერმანიის კაცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა COVID-19-ის ჩინეთის უხანის ლაბორატორიაში წარმოშობის შესახებ დაწერეს. მოგვიანებით, განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა ცდილობს გამოიძიოს თუ საიდან მოხდა ვირუსის გავრცელება.