ტელეკომპანია „დოჟდი“ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს იმ რუსი მოხელეებისა და ბიზნესმენების სიას, რომლებიც ე.წ. ობამას შავ სიაში მოხვდნენ. ქვეყნდება ასევე საპასუხო, „პუტინის შავი სიაც“.
ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში "რეაქცია", ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს არა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოსაძიებლად, არამედ წინასწარ არსებული ერთერთი ვერსიის გასამყარებლად.
თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მოპირდაპირე მხარეს მდებარე ღამის კლუბ GT-ში მომხდარი ჩხუბის აღსაკვეთად საპატრულო პოლიციის 7 ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლების წევრები სწორედ მაშინ შემოაგდებენ ხოლმე კადრებს, როცა სამართლებრივად შანსი აღარა აქვთ.
რვასაათიანი დაკითხვის შემდეგ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით დაღელაშვილმა მთავარი პროკურატურა დატოვა. როგორც მან განაცხადა, ის მზადაა პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის, თუ უწყებას კიდევ დარჩა კითხვები.
ჟურნალისტი, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე ტვ „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ ტელეფონით ჩაერთო და სტუდიის სტუმრების მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა.
ყოფილი პარლამენტარის ელენე თევდორაძის განცხადებით, ჟვანიას საქმეს ახლაც ის გამომძიებელი იძიებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იძიებდა,-ამის შესახებ, თევდორაძის თქმით, მას თვითონ გამომძიებელმა უთხრა.
გასულ ღამეს სოხუმში, ე.წ. პარლამენტის დე-ფაქტო სპიკერის ვალერია ბგანბას კაბინეტში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „აფხაზეთის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, მოსკოვის ოლქის ქალაქ ფრიაზინოში ხელჩართული ჩხუბის დროს ცნობილი გაგრელი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ჯოლოგუა მოკლეს. ჩხუბში მთვრალი მამაკაცები მონაწილეობდნენ და თავად ჯოლოგუაც ნასვამი იყო.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მერაბიშვილმა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ გაიხსენა.