
გამოცემა "ნიუპრესი" იტყობინება, რომ წყალტუბოში ტაქსის მძღოლი საკუთარ მანქანაში, მოკლული იპოვეს. გამოცემის ცნობით, შსს ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.
"ნიუპრესის" ცნობით, 55 წლის ტაქსის მძღოლი, საკუთარ ავტომობილში, გუშინ დღის საათებში მოკლეს.