-
2014-03-25 14:24
ყირიმის მთავარი რაბინი მიხეილ კაპუსტინი სიმფეროპოლიდან კიევში გაიქცა - მზარდი ანტისემიტური განწყობის გამო, რომელიც უკრაინისგან ყირიმის ჩამოშორების მოსკოვისეული მცდელობის შემდეგ ნახევარკუნძულზე შეიმჩნევა.
„ჩვენი ქალაქი სიმფეროპოლი რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულია! გვიშველეთ, დაეხმარეთ ჩვენს ქვეყანას, გადაარჩინეთ უკრაინა! სთხოვეთ დახმარება ტქვენი ქვეყნის ხელისუფლებებს, რუსეთის წინაშე ჩვენ თავს დაუცველად ვგრძნობთ!“, - აცხადებს კაპუსტინი.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლის ღამეს, ყირიმში რუსი სამხედროების შეჭრიდან ცოტა ხანში, ვანდალებმა „ნედ-ტამიდის“ სინაგოგის კედლებზე ანტისემიტური ფრაზები დაწერეს და ფაშისტური სვასტიკა მიახატეს.
ებრაეული ორგანიზაციების ყირიმის ასოციაციის ხელმძღვანელის ანატოლი გენდინის განცხადებით, სვასტიკებთან ერთად სინაგოგის კარზე იყო წარწერა: "Смерть жидам". მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს ანტისემიტური აქცია პირველია ბოლო 20 წლის განმავლობაში.
