გივი თარგამაძე კრიმინალური სიტუაციის გაუარესებაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს

Image

"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა და ამაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.

 

განცხადება თარგამაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:

 

"ორ თვეში 17 მკვლელობა იყო დაფიქსირებული. რომ ავიღოთ ბოლო ერთი დღე, სამი მკვლელობა გვაქვს სახეზე. როდესაც ერთი დღის განმავლობაში ასეთი სავალალო სურათია, პრაქტიკულად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მომავალი თვის სტატისტიკა როგორი იქნება. ეს არის რეალური სტატისტიკა. ხოლო ის სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს, შეუძლიათ კაბინეტებში გაიკრან.

 

ამასთან დაკავშირებით პირადი პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილზე, როგორც რეალურ მმართველზე. ეს მისი სრულიად უპასუხიმგებლო ორი განცხადებიდან გამომდინარეობს - ერთი, როდესაც მან განაცხადა, რომ საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს ასეთ შემთხვევებს, კრიმინალის გაზრდას და მეორე, როდესაც მან აღნიშნა, რომ ნათესაური პრინციპით სხვადასხვა სტრუქტურების დაკომპლექტება მისაღებია.

 

სწორედ ასე დაკომპლექტდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მთელი ამ სიტუაციის განმსაზღვრელი არის ის, რომ ქვეყნის არალეგიტიმური მართვა მიმდინარეობს არასათანადო პირების მიერ. ფაქტობრივი მმართველი არის თავად ბიძინა ივანიშვილი.

 

ბიზნესს და მთელ ამ მიმართულებებს მართავს მისი დეიდაშვილი, ხოლო პოლიტიკურ პროცესებს მართავს თამაზაშვილის დისშვილი, რომელიც არის ფაქტიური მინისტრი შს უწყების. ის არის გენერალური ინსპექციის უფროსი, მისი ინტერესი გამოიხატება ბიზნესების გადაქაჩვაში, მოწმეების გატაცებაში, ზეწოლაში და სიტუაციას მართავს ზვიად ჯანყარაშვილი", - ამბობს გივი თარგამაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !