-
2014-03-25 15:09
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრაიზას მიერ აღნიშნული კომენტარის უარყოფის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბრაიზამ საიჩივლა: "აღარ ვიცი, რა ენაზე ვიმეტყველო", რითაც მისი ნააზრევის ინტერპრეტირებაზე მიანიშნა.
ამის შემდეგ კი უკვე ქვეყნდება "პირველ არხზე" მეთიუ ბრაიზასთან ინტერვიუს ავტორი ჟურნალისტის ვიდეო, რომელიც ინგლისურ ენაზეა ჩაწერილი, ანუ, ორიგინალს წარმოადგენს:
„მე კომენტარს გავაკეთებ პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და იმაზე დაყრდნობით, რაც აქ მესმის და რაზეც მსჯელობა მიდის. ვაშინგტონიდან ჩამოსულ ფორუმის მონაწილეებს უკიდურესად კრიტიკული და მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. ნეგატიური შეფასება იყო და თანაც საკმაოდ.
იზრდება და უკვე მოახლოვდა პროცესი, რომ საქართველომ სექტემბრის სამიტზე MAP მიიღოს, ახლა ვაშინგტონში ამბობენ, რომ შეიძალება, საქართველო არ იმსახურებს სამოქმედო გეგმას, შერჩევითი სამართლის, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გამო. ეს არ არის ის, რასაც მე ვფიქრობ, მე ვაკვირდები რეაქციას.
ასეთია იმ ადამიანების განწყობა, რომლებიც ფორუმს ესწრებიან და გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. ვფიქრობ, ამან გადაწყვეტილებაზე ნეგატიური გავლენა უკვე იქონია“,- ამბობს ბრაიზა.