-
2014-03-25 16:34
როგორც ცნობილი გახდა, პროექტ "პანორამა თბილისის" ფარგლებში, "თანაინვესტირების ფონდი" მიწის ნაწილს ფონდის ერთ-ერთი ინვესტორისა და მისი დაფუძნების ინიციატორის, ბიძინა ივანიშვილისგან შეიძენს.
ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მიწა ფონდის მიერ შესყიდვის პროცესშია:
"მიწების რაღაც ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, ბატონი ბიძინას საკუთრებაა. ამჟამად ეს მიწები ფონდის მფლობელობაში გადმოსვლის პროცესშია. მიწის რაღაც ნაწილს ვიყიდით სხვა კერძო მესაკუთრეებისგან", - აღნიშნა ბაჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ ზოგადად, ინვესტორის მხრიდან ფონდისთვის კერძო საკუთრების ჩუქება არ არის გათვალისწინებული.
"ინტერპრესნიუსის" მიხედვით