„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა დასრულებულია. წიკლაური პროკურატურის წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დაკითხეს.
თურქეთის ქალაქ ისკენდერუნში გემზე მყოფ ოთხ ქართველ მეზღვაურს, რუმინელი გემთმფლობელი ხელფასს არ უხდის. მეზღვაურებს პრობლემები აქვთ საკვები პროდუქციის მომარაგების თვალსაზრისითაც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ბიბისი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში მის საქმიანობაზე საუბრობს. სააკაშვილის განცხადებით, იგი მშვიდი ცხოვრებისთვის მზად არის, თუმცა „პუტინი თავისი უკრაინული ავანტიურით ისევ არ ასვენებს“:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნატოს სექტემბრის სამიტზე საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას ელის:
შალვა თათუხაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმის გარდაცვალების საქმეში ოჯახის წევრები სამედიცინო ექსპერტების ჩართვას ითხოვენ და პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკშილმა „ბიბისი“-სთან ინტერვიუში კომენტარი საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე კომენტარი გააკეთა. სააკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანია მოკლული არ არის და „ეს ყველამ კარგად იცის“:
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობის 90-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და 88 პროცენტმა (3. 326. 100 მონაწილიდან 3. 295.493 ადამიანმა) კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - დადებითად უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაარსების ინიციატივით გამოდის.
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ამავე დროს, სწორედ ამ დღეს დაემთხვა რეფერენდუმის ჩატარება, სადაც საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ორი პროკურორის დავით ძნელაშვილისა და გურგენ გილაურის დაკავებას ითხოვს, რომლებიც, თათუხაშვილების ოჯახის მტკიცებით, შალვა თათუხაშვილის საქმეში არიან ჩართულები.