კობახიძე: იქნებ ცოცხალი თათუხაშვილი ახალაიას არ აწყობდა?!

Image

იქნებ სწორედ ახალაიას არ აწყობდა შალვა თათუხაშვილი ცოცხალი, რადგან მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება?!, - ამის შესახებ კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და წინასწარ ვერაფერს იტყვის, რომ ვინმეს რამე არ დაბრალდეს.


"საბოლოო პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, როცა გამოძიება დასრულდება და დაიდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. შუალედურ ეტაპზე ცხადია ყველაფერზე პასუხი ვერ იქნება, რადგან ძიების პროცესი ნიშნავს იმას, რომ კიდევ იქნება საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი, რათა ყველა ეჭვი გამოირიცხოს და ყველაფერს გაეცეს პასუხი. "ნაციონალური მოძრაობა" ამ საქმის პოლიტიზებას ახდენს, აბსოლუტურად დესტრუქცია შემოაქვს. მათი განწყობა ისეთია, რომ ფირების ყურება, ბოლომდე მოსმენა არ უნდათ. წინასწარი განწყობები აქვთ შექმნილი, რაც არასწორად მიმაჩნია და ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი საქმის ვითარებით არ არიან დაინტერესებული.

 

არ არის სწორი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც, რადგან გამოძიებას საგამოძიებო ორგანო ატარებს, ექსპერტიზაც საგამოძიებო ორგანომ უნდა ჩაატაროს, დაკითხვები გამომძიებლებმა უნდა აწარმოონ. მხოლოდ ერთი კვირაა გასული, ამიტომ ასეთ საქმეზე პარლამენტი საგამოძიებო კომისიას არასდროს ქმნის. მე ასეთი კითხვა მაქვს - იქნებ სწორედ ახალაის არ აწყობდა ეს მოწმე ცოცხალი?! წავიდეს მაშინ გამოძიება ამ ვერსიით", - აღნიშნა მანანა კობახიძემ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !