
შალვა თათუხაშვილის ოჯახი ტელეკომპანია''იმედს'' ღია წერილით მიმართავს და ,,იმედის“ საინფორმაციო სამსახურს სთხოვს თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომასი შეყვანისაგან ცრუ ინფორმაციის გავრცელებით.
შალვა თათუხაშვილის ძმის განცხადებით, ,,იმედის“ გაშუქებულ სიუჟეტებში, რომელიც თათუხაშვილის საქმეს ეხება ღიად ჩანს ტენდეციურობა და პროკურატურისადმი მიკერძოებულობა.
''გვინდა მივმართოთ ტელევიზია "იმედს", რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში იმის მაგივრად, რომ მწვავე კითხვები დასვას პროკურატურის მიმართ და რეალურად მოითხოვოს მათგან პასუხები, ცდილობს პროკურატურის მიერ გაცხადებული აბსურდული ვერსიის "გაპრავებას".
კარგად გვახსოვს მათ მიერ გაკეთებული სიუჟეტები გირგვლიანის თემაზე და სწორედ აქედან გამომდინარე ცოტა საეჭვოა მათი ქმედებები. ოჯახი პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგად სულ უფრო რწმუნდება, რომ შალვა უდიდესი ზეწოლის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მედიკამენტოზური ძალადობის მსხვერპლია.
იმედის საინფორმაციოს სარედაქციო ჯგუფს გვინდა ვთხოვოთ, რომ ან რეალურად გააშუქოს არსებული მდგომარეობა, ან თავი შეიკავოს ტენდენციური სიუჟეტებისაგან, რომელიც მხოლოდ პროკურატურის ინტერესებს ემსახურება და საზოგადოება შეყავს შეცდომაში'',- წერს გიორგი თათუხაშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე.