გოგი თათუხაშვილი: „ჩემი შვილის გაქცევა პროკურატურის ინსცენირება იყო“

Image

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის გადადებას გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის მამა, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

"ველოდებოდი და ვხედავ, რომ სახელმწიფო მანქანა ღიად ჩაერთო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის წაშლაში. მათი ეს აქტივობა მიმართულია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ეს ბრძოლა იმდენად გააფთრებულია, რომ ,,ადამიანთა უფლებების დამცველი,, ბესელია თავგამოდებით იცავს პროკურატურას!

 

შალვას გატაცებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, ჩემი ქვემოთ მოყვანილი განცხადების შემდეგ, პროკურატურა იძულებული გახდა იმავე დღეს ჩაეტარებინა ჩემი შვილის ინსცენირებული ,,გაქცევა,, სახლის ფანჯრიდან.

 

არადა, როგორც ამტკიცებენ ოჯახის წევრები, შალვა გავიდა მეორე კარიდან, იმავე მიმართულებით. კარები გვერდიგვერდაა, ერთმანეთისაგან ოთხი მეტრის დაშორებით. რაც შეეხება სახლის ფანჯრებს, იქ აყენია უძრავი გისოსები...

 

სიცრუეა ისიც, რომ მე მაქვს გაკეთებული მხოლოდ ერთი განცხადება. ამ განცხადების გარდა, მე გავაკეთე რამდენიმე განცხადება 26, 28 თებერვალს და ა.შ. სადაც მოვითხოვდი გატაცებული შალვას გათავისუფლებას. ასევე ვთხოულობდი სისხლის ანალიზის გაკეთებას და სამედიცინო ექსპერტიზას, ვაფრთხილებდი, ,,შალვა ავადაა და ღებულობს მედიკამენტებს. რასთან რეაქციაში თქვენმა წამლებმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს“.

 

იქნებ ეს არ წაგიკითხავთ? (თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა) სამწუხაროა, რომ არ გვიჩვენეთ ,,აღიარებამდე'' მიყვანის ფირები, როგორ მიმდინარეობდა დაკითხვა, ვინ ესწრებოდა, რა კანონსაწინააღმდეგო მეთოდები იქნა გამოყენებული. გვიჩვენეთ და შემოიფარგლეთ პროკურატურაში შესვლა- გამოსვლის კადრებით, ეს ხომ ისედაც იცოდა მთელმა საზოგადოებამ.

 

მეტს მე არც ველოდი და ამაზეც გიხდით მადლობას, რომ ჩემი თვალით დავრწმუნდი, რაც ,,აღიარების'' კადრებში ნათლად ჩანს- შალვა, შალვა არ არის არც ფიზიკურად, არც მეტყველებით და არც სიარულის მანერით. ათეულობით ადამიანი ადასტურებდა იგივეს. დანარჩენზე მოგვიანებით...

 

ასევე, ჩემს განცხადებაში მინდა აღვნიშნო, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ჩემი ნდობით აღჭურვილი პირია. ვიცი, რომ არის მაღალი კლასის პროფესიონალი და მამაცი ადამიანი. არ უშინდება და უპირისპირდება სახელმწიფო მანქანას, რათა გაარღვიოს პროკურატურის ფალსიფიკაცია და საზოგადოებას დაანახოს სიმართლე"– აცხადებს თათუხაშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !