-
2014-04-03 18:12
ზამთრის ტურისტული სეზონი აჭარის მაღალმთიანეთში ჩავარდა. მოსახლეობა უფუნქციოდ დარჩენილ სასტუმროებსა და ტურისტთა სიმცირეზე საუბრობს,-ამის შესახებ ინფორმაციას ,, dreammeter.ge“ აქვეყნებს.
,,ხულოში მცირე საოჯახო სასტუმროებში ტურისტებს მხოლოდ გასულ წელს უმასპინძლეს. სოფელ ქედლების მაცხოვრებელი “დროს” რეპორტაჟში ამბობს:
წელს არავინ შემოსულა. რო მოდიოდნენ ჩვენც ცოტა ხელსშემოვიბურნებდით და რაღაც გვქონდა. ანალოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სოფელ დანისპარაულის მაცხოვრებლებიც. ისინი მიზეზად გოდერძის უღელტეხილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერებას ასახელებენ. დანისპარაულში ოჯახების უმრავლესობამ მცირე სასტუმრეობის მოსაწყობად ბანკიდან სესხი აიღო. ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო კი, კერედიტების დაფარვას ვერ ახერხებენ,“- წერს dreammeter.ge.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენში ამბობენ, რომ სტატისკიკური მონაცემების მიხედვით წელს სახარბიელო მდგომარეობა არ იყო გომრადულშიც.
ისინი ამის მიზეზად დიდთოვლიანობასა და ტურისტული სეზონისთვის დაგვიანებულ მზაობას ასახელებენ.
პორტალის ცნობით, კომპანია, რომელმაც ვალდებულებები აიღო, თავის მხრივ დროში გაწელილ და ჩაშლილ ტენდერბზე საუბრობს.
წყარო: dreammeter.ge