
ურეკში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სოლარიუმი ურეკელებს არ ესწავლებათ, რადგან ის აქ ჯერ კიდევ იმ დროს შენდებოდა, სანამ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა.
„აბა, ვის გახსოვთ, სოლარიუმი რომ შენდებოდა, მე მახსოვს, იქედან ავაშენე ჩემს ეზოში და როცა სასტუმროებს ავაშენებთ და, ავაშენებთ აუცილებლად, ყველა სასტუმროს უნდა ჰქონდეს სოლარიუმი ურეკში“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე (დრიმმეტრის ვიდეომასალა).