ჭაობი და მძორის სუნი ტურისტული ბუმის ნაცვლად

Image

ხელისუფლების შეცვლიდან დღემდე, ახალციხეში, ხელოვნურ ტბაზე მხოლოდ ერთი ღონისძიება გაიმართა. 2013 წლის შემოდგომით აქ გარბენი -„ახალციხე 2013“ ჩატარდა,ამის შესახებ dreammeter.ge ,, sknews.ge“-ზე დაყრდნობით წერს.

 

 

 როგორც ინტერნეტ გამოცემა წერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში ამბობენ, რომ ტბაზე ღონისძიებების გამართვას აზრი აღარ აქვს, რადგან აქ აღარც წყალია და არც შადრევანი.

 

 ხელოვნური ტბის გასართობი კომპლექსი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს, 400-კაციანი ამფითეატრითა და შადრევნით, სწორედ კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად გაკეთდა. კულტურის სამსახურის მაშინდელი უფროსის, იური ზარიძის თქმით, აქ სხვადასხვა ღონისძიებები მართლაც ხშირად იმართებოდა.

 

გართობისა და დასვენებისთვის ტბასთან ორი კაფეც აშენდა: „ფონტანა“ და „ასტორია“. ორივე მათგანის მფლობელს ეკონომიკის სამინისტრომ მიწა უსასყიდლოდ გადასცა.

 

გასართობი კომპლექსის საზეიმოდ გახსნიდან, 2012 წლის 30 ივნისიდან, 6 თვეში, „ასტორია“ კლიენტის ნაკლებობის გამო დაიკეტა.  „ფონტანამ“ კი მუშაობა იმ იმედით გააგრძელა, რომ აქ ზაფხულობით ტურისტების სიმრავლე იქნებოდა. მაგრამ, როგორც მისი მფლობელი ტატო ტალახაძე ,,sknews.ge“-სთან ამბობს: „ტბის დაშრობამ და შადრევნის გაფუჭებამ ტურისტების რაოდენობაზე უარყოფითად იმოქმედა“.

 

წყლის კლებასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად ტბაზე უსიამოვნო სუნიც დგება.

 

„აქ ძვირფასი თევზები გვყავდა: სქელშუბლა, კარპი, კარასი. ისინი გვაჩუქეს და ტბაში იმიტომ გავუშვით, რომ ბალახს ჭამდნენ, ასე წყალი სუფთად ინახებოდა. შესალოა, თევზები დაიხოცა და ახლა იქ მძორის სუნი იმიტომაცაა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე. ქალაქში ტბის კომპლექსი სწორედ მისი გამგებლობის დროს აშენდა.

 

 

 

დემეტრაძის თქმით, ტბის დაშრობის მთავარი მიზეზი, იმ სათავე ნაგებობის გაუწმენდაობაა, საიდანაც ტბაში სუფთა წყალი მიედინება: „სათავე 4-5 კილომეტრის მოშორებითაა, გვინდოდა, რომ ტბაში სუფთა წყალი ჩასულიყო და ამიტომ იქ ბუნებრივი დრენაჟი გავაკეთეთ. მას წელიწადში 3-4-ჯერ მაინც უნდა გაწმენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ აღარ ვართ ხელისუფლებაში, აღარ გაწმენდილა. რამდენჯერმე ჩვენი ჯიბის ფულითაც ვიქირავეთ ტრაქტორები და გავწმინდეთ, მაგრამ ამ ყველაფრით ჩვენც დავიღალეთ“.

 

 

 

სათავე ნაგებობასთან ერთად დაზიანებულია წყლის მილები, რომლითაც ტბაში წყალი ჩაედინება. წყლის დონის კლების გამო გაიყინა, დაიღუნა და დასკდა შადრევნის მილებიც, გაფუჭდა ძრავი და დაზიანდა ის ფრთები, რომლის საშუალებითაც წყალი მილებში წნევით იწნეხებოდა.

 

„პრობლემა არის ის, რომ ტბა „ნაციონალების“ დროს გაკეთდა და ამიტომ „ოცნება“ ხელს არ კიდებს“, – ასე ხსნის დემეტრაძე „ოცნების“ ხელისუფლების უყურადღებობას ორ მილიონად გაკეთებული გასართობი კომპლექსის მიმართ და ამატებს, რომ ახლა მისი აღდგენა სავარაუდოდ 100 ათასი ლარი დაჯდება.

 

გამგებელი ტბის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ „ვერ იცლის“-წერს გამოცემა.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცალკე გაწერილი მუხლი ტბის მოვლა-შენახვისათვის არ არსებობს. ადგილობრივი თვითმართველობა მის ბალანსზე არსებული კომპლექსისთვის გარე განათებისა და დასუფთავების ხარჯებს ფარავს. ასევე, უხდის ხელფასს ტბის მეთვალყურეს.  

 

tba.jpg

tba2.jpg

tba3.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !