
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ყველა ბიზნესაქტივი გაყიდა, ასევე შეწყვიტა ყველა საქველმოქმედო პროექტი, საჩხერის რაიონში საავადმყოფოს დაფინანსების ჩათვლით.
ამის შესახებ ინფორმაციას “ქრონიკა +” კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართუ ბანკში“ საერთაშორისო აუდიტი უკვე დასრულდა და ბანკის გაყიდვის თაობაზე ივანიშვილთან მოლაპარაკებას სამი უცხოური კომპანია აწარმოებს.
“ქრონიკა +”-ის წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ დატოვებს. მისივე ცნობით, ივანიშვილს ეშინია, პატარკაციშვილის ბედი არ გაიზიაროს.