„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი გიორგი ბარამიძე გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის უარყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული გახდეს. ამის შესახებ ბარამიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
ყირიმის შემდეგ კრემლი სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გაღვივებას შეეცდება. სწორედ ამას ემსახურება ჯავახელი სომხებისთვის რუსული პასპორტების დარიგება.
„აფხაზეთის ხმას“ დაუკავშირდა ახლახან ავღანეთში გამგზავრებულ ქართველ სამხედროთა ახლობელი, რომელმაც განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ჯარისკაცთა აღჭურვილობაში შემავალი ზურგჩანთებისთვის გამოყოფილი თანხა, სავარაუდოდ, მიითვისეს.
"შს მინისტრმა იმ მიუღწეველ სურვილებზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს",- ასე შეაფასა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძის გუშინდელი განცხადება, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის დაწყებას გეგმავს და ევრომაიდნის თბილისში გადმოტანას აპირებს.
გიგი უგულავას ინფორმაციით, ახალციხეში, პარტიის შტაბში „ქართული ოცნების“ წევრები ცოცხებით მივიდნენ.
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალ ზელანდიაში სამკვირიანი ტურნე დაიწყო. სამეფო ოჯახის წევრებს ახალი ზელანდიის მკვიდრნი - მაორის მებრძოლები შეხვდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატები რუმინეთში F-16-ის ტიპის მოიერიშეებს აგზავნის. პენტაგონის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავები ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნაში ჩაერთვებიან, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში შავ ზღვაშია დაგეგმილი.
ხარკოვში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა საოლქო ადმინისტრაციული შენობები სეპარატისტული ძალებისგან მთლიანად გაწმინდეს.
უკრაინის რადაში სესია ჩხუბის გამო შეწყდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა ვითარების განსამუხტად შესვენება გამოაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი გამოეხმაურა. მისი განცხადებით უსუფაშვილის სიტყვებს თავიდან ბოლომდე ეთანხმება: