
წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ამომრჩეველთა ნაწილის აგრესიას შეეხო „კურიერის“ წამყვანი გიორგი გაბუნია, როცა აღნიშნა, რომ იმ თანამებრძოლებთან შედარებით, რომლებსაც ცოცხებსა და კვერცხებს უშენდნენ, ნიკა მელიას უფრო მეტად არ გაუმართლა, რადგან მას ზემოდან მანჩო გიორგობიანი მოხვდა.
გიორგი გაბუნიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრებს „დახვედრები“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ პირველი შემთხვევა არაა, როცა გიორგი გაბუნიამ ასეთ იმპოვიზაციებს მიმართავს. ასე მაგალითად, მან ჰაწვალში ერთხელ უკვე გახსნილი საბაგირო გზის კიდევ ერთხელ გახსნაზეც იხუმრა, როცა მთავრობის წევრებს მიმართა: „ისრიალეთ რამდენიც გნებავთ, ოღონდ არ მოსრიალდეთ...“.