პოზნერი: ერთ მელოტ ბიჭს ისტორიაში შესვლა უნდა და არ აინტერესებს, ჩვენ რით ვზღავთ

Image

ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი უკრაინაში, ყირიმთან დაკავშირებულ მოლენებს აღწერს და ამბობს, რომ ის უმცირესობაში აღმოჩნდა, რადგან დანარჩენების უმრავლესობა "ურას" გაჰყვირის. 

 

მისივე თქმით, "ერთ მელოტ ნიჭს" ისტორიაში შესვლა უნდა და ამისთვის ყველაფერზე მიდის. ვლადიმირ პოზნერი წერს:

 

"მე  ადრე ვფიქრობდი, რომ უბედურების ყველა სათავე კრემლიდან მოდის. ეხლა კი, ბოლო 3 თვის განმავლობაში დავინახე რამდენი სისულელე ტრიალებს ჩემი მეგობრების თავში, რომლებსაც საკმაოდ განათლებულ ადამიანებად ვთვლიდი.  

 

არაფერი არ მინდოდა დამეწერა ყირიმზე, უფრო სწორად მინდოდა,  მაგრამ ჩემს თავს ვუკრძალავდი, იმიტომ, რომ იმდენი სწორი სიტყვა დაიწერა და მთავრობის ტყუილი ამოტივტივდა, რომ დასამატებელი არც არაფერია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრმა ჩემმა ნაცნობმა, რომელსაც ადეკვატურ ადამიანებად ვთვლიდი,  თავიანთი რეალური სახე აჩვენეს. სახეზეა ორი ფაქტი:

 

1. უკრაინამ ჩამოაგდო იანუკოვიჩი და რუსეთმა წაართვა ყირიმი უკრაინას.

 

პირველი.  უკრაინა, აბსოლიტურად სხვა სახელმწიფოა, განსხვავებული კანონებით, მოქალაქეებით და ფედერალური მოწყობით. რაც ჩვენ წავართვით ამ ქვეყანას, სანამ იქ მიდიოდა რთული პროცესები, ამ პროცესს ლეგიტომურს არ ხდის.

 

წარმოიდგინეთ, ერთი წუთით, რომ ბალოტნაიაზე მიტინგების დროს, იაპონიას შეეყვანა თავისი ჯარები კურილიის კუნძულებზე და ორი კვირის შემდეგ იქაურ მოსახლეობას ჩაეტარებინა რეფერენდუმი და გამოეცხადებინა იაპონიასთან მიერთების შესახებ.

 

სიტუაცია იდენტურია.  კურილიის კუნძულები - სხვადასხვა დროს რუსეთისა და იაპონიის, დარჩა ჩვენი, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ დროს ვიღაცამ საზღვარი ასე გაავლო. ჩვენ მას ასე ადვილად დავთმობდით? არა. 

 

ან არადა ჩეჩნეთი?  ჰო და, უკრაინაც ყირიმს ასე ადვილად არ დათმობს. უამრავი ხალხი ცხოვრობს იქ - უკრაინელები, რუსები, თათრები და სხვები, ცხოვრობენ იქ, სადაც ჯერ არ მოქმედებს რუსეთის კანონები.

 

ახლა, ხაზს ვუსმევ, სწორედ ახლა უკრაინაში ცუდად ექცევიან რუსებს, ახშობენ რუსულ არხებს, იმიტომ, რომ არ უნდათ 24 საათის განმავლობაში უსმინონ სიცრუეს. საბოლოო ჯამში რა მივიღეთ რუსი ეროვნების მოქალაქეების დასაცავად?

 

გაათმაგებული რისკი, თუკი ეკსკალაცია გაგრძელდება. ეს არის მიწების დამტაცებლების მიზანი? ესეიგი ისინი, ვინც ამბობენ, რომ რუსებს დაცვა სჭირდებათ, უბრალოდ ცდებიან.

 

მეორე.  ყირიმი--ჩვენი მიწაა. თათარსტანი? კალინინგრადი? ყირიმი პირველად შემოიერთეს მე-18 საუკუნეში. შუა აზია, კავკასია, ფინეთი - ესენიც შემოერთებულია მე-19 საუკუნეში? რატომ არ ვუცხადებთ ომს? ანდა, რატომ არ ვუბრუნებთ იმას, რაც ძალით წავართვით?

საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრეცენდენტს   შეუძლია გახსნას პანდორას ყუთი. ნებისმიერი ქვეყნის ბომბდამშენებს შეუძლია მიაღწიოს დედამიწის ნებისმიერ წერტილს. ატომური იარაღი კი, კარგია მხოლოდ, როგორც პროცესის შეკავების  და არა გამოყენების კუთხით. და, წავართვით რა ყირიმი უკრაინას, პერსპექტივაში ჩვენ დავადექით  ყველა სხვა ტერიტორიის დაკარგვის გზას.

 

მესამე.  ყირიმი - სუბსიდირებული.  იქ, ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია რუსეთთან შედარებით, არ არის ინფრასტრუქტურა, საკუთარი წყალი, ელექტროენერგია, ნორმალური პორტი, აეროპორტი და ა. შ. ეს, არანახული ფულია.

 

არნახული ხარჯი, უფრო მეტი, ვიდრე სოჭის ოლიმპიადა. თუკი ეს მართალც ოქროს ადგილია, რატომ გადაიქცა ის 20 წლის განმავლობაში სანაგვედ? ალბათ, არც ისე ადვილია გადააქციო იგი  საკურირტო ზონის მარგალიტად.

 

და თუ გავითვალისწინებთ სოჭის, ადლერის და ტუაპსეს პოპულარობას, აპრიორი ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. ესეიგი, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას „ვაჭამოთ“2 მილიონ სულს, წინასწარ ვიცით რა, რომ ამით ვერ მოვიგებთ. ე.ი. ვისაც ჯერა, რუსეთის გაძლიერების ამ კუთხით, ისინიც იტყუებიან. ყირიმელები რუსეთის დასაცავად არ იბრძოლებენ.

 

მეოთხე.  ისევ ფულის შესახებ. ეკონომიკა. ეკონომიკური სანქციები - ეს გასაგებია, ყველაფერს ვიყიდით უფრო ძვირად. ჩვენ ვიხილავთ ახალ 90-ებს. ანალოგიური პრობლემები, რომელიც 1991 წელს იყო.

უფულობა და ბარტერი  და სუვერენიტეტი ყველას მოუნდება. შიდა ხარჯებიც ასევე ნათელია. რაში გვჭირდება ახალი გზები, პენსია, ნორმალური პოლიკლინიკა, ჩქაროსნული მატარებლები და 21-ე საუკუნის სხვა მიღწევები?

ჩვენთან უფრო ახლოს მე-19 საუკუნეა, ბატონყმობა და იმპერიის გაფართოება.  დაახლოებითი ციფრი 243 მილიარდი რუბლი მხოლოდ ამ წელს.

ამ ფულით შესაძლებელი იყო დავხმარებოდით მილიონ რუსს, ოღონდ სხვა გზით. აგვეშენებინა სკოლები და

 

უნივერსიტეტები, სტიპენდიები დაგვეწესებინა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის.

 

მეხუთე.  ჩემი ნაცნობებიდან და მკითხველებიდან, რომელმა თვენგანმა იგრძნო თავი უკეთ ყირიმის მიერთებით? მე, მაგალითად, იქ არ დავდივარ. თურქეთი გაცილებით იაფია და ხარისხიანი, ესპანეთი კი ძვირია, მაგრამ სულ სხვა სამყაროა.

 

კარგით, მათ ვინც ყირიმში დადიხართ დასასვენებლად, გულწრფელად გჯერთ, რომ  რუსეთთან მისი მიერთების შემდეგ იგი იაფი იქნება?

 

რუსი სამხედროებისა და სპეცრაზმელებით გაძეძგილი უფრო უსაფრთხო იქნება? ნებისმიერი ინციდენტი, სადაც დამნაშავეები ჩვენ ვიქნებით, მიჩქმალული და გადაბრალებული იქნება და ისევ დაშავებულიები დაზარალდებიან. 

 

ადგილობრივებს?  ტურისტების 40 % , რომელსაც უკრაინელები წარმოადგენდნენ და კიდევ 10 % უცხოელები - ასევე მძიმე იქნება ამ დანაკლისის გადატანა. რუსეთი კი აუცილებლად გამოყოფს ფულს, რომ ყველა გააჩუმონ. ჩვენს ფულს. შენსას და ჩემსას.

 

რა, ვინმე იყიდის ეხლა ყირიმულ ღვინოს? და აქამდე რატომ არ ვყიდულობით? ის, ხომ ყველგან იყიდება? და რა სარგებელია აქედან, თუ ლაპარაკია ფულზე? რა საჭირო იყო ტრილიონების ჩადება ოლიმპიადაში და პოზიტიური  რუსეთის დემონსტრირება, თუკი მეორე დღეს ყირიმში ჯარს შევიყვანდით?

 

ერთ მელოტ ბიჭს უნდა, რომ შევიდეს ისტორიაში და მისთვის აბსოლუტურად სულერთია ამ ყველაფრის გამო, რამდენი საავადმყოფო არ აშენდება, რამდენი ადამიანი დაიღუპება. არც ერთ რუსეთის მოქალაქეს, ყირიმის რუსეთთან მიერთების შედეგად არანაირი სარგებელი არ აქვს.

 

მე არ მინდა იმპერიული გეგმები, მინდა ვიარო სწორ გზაზე. მე არ მინდა ყირიმი. მე არ მეშინია ნატოს ჯარების რუსეთის საზრვართან, იმიტომ რომ იმაზე მეტს რასაც პუტინელები იპარავენ, ვერავინ მოიპარავს.

 

მე, უბრალოდ მინდა ვიცხოვრო, ვიმოგზაურო და ვიზრუნო ჩემს ახლობლებზე. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები რუსეთში 20%-ია. სინამდვილეში უფრო მეტიც, მაგრამ ჯერ-ჯერობით კამპანიის გულისთვის ყვირიან „ურა“-ს.

 

უკრაინა გადარჩება თუ იქ დარჩება თავისუფალი პრესა და კანონები, რომლებიც არ იწერება ყოველ დღე დიქტატორულზე და გახდება მშვენიერი ადგილი საცხოვრებალად. კიევი, მოსკოვზე ლამაზია, გემრიელი სამზარეულო, დაბალი ფასები, უკრაინელები და რუსები იქ ერთმანეთს ყოველთვის გაუგებენ, ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს. ევროპა ახლოს არის გეოგრაფიულად და თუკი ის მოიტანს თავის წესებს, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შესაძლოა ფსიქოლოგიურადაც უფრო ახლობელი აღმოჩნდეს. ყველამ ვისაც კი უმოგზაურია ევროპაში, იცის, როგორ ხვდებიან მათ სამშობლოში და როგორი სირცხვილია ეს!

 

შესაძლოა, ვისაც მოუნდება იქაც გადავიდეს საცხოვრებლად. აი, მე მაგალითად, დავიბადე საბჭოთა კავშირში და მოხარული ვიქნებოდი აქ რომ დავრჩე და რამე შევცვალო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აქ მე უმცირესობაში ვარ, უმრავლესობა კი გაშავებასა და გამოშტერებას იწყებს. მთავარია არ იყოს ომი", - წერს პოზნერი "ფეისბუქზე".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !