-
2014-04-12 22:03
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ ზუგდიდში მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოში ახალი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა იწყება, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება.
"ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა აქედანაც ამზადებდნენ ხალხს ეროვნული მოძრაობისთვის. და მე იმედი მაქვს, რომ აქედან ისევ დაიწყება ახალი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მშვიდობიანი ფორმებით და მას სათავეში ჩაუდგება მიხეილ სააკაშვილი, თავის მეგობრებთან ერთად", - აღნიშნა როლანდ ახალაიამ.
ამას გარდა, როლანდ ახალაიამ საქართველოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სამეგრელოს როლი საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ ეტაპებზე ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო:
"ვერ დაგვაჩოქებენ. სამეგრელო რა არის, ვერ გაუგია ივანიშვილ-ღარიბაშვილს. ბევრჯერ სცადეს სამეგრელოსთვის გადავლა, მაგრამ სამეგრელო არ დაიჩოქებს. სამეგრელო ყოველთვის იყო საქართველოს გული და დარჩება მებრძოლ და მომუშავე გულად“ - განაცხადა როლანდ ახალაიამ.
დღევანდელ შეხვედრას ზუგდიდში საეჭვო ვითარებაში გარდაცვილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.