
12 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 18 საათზე კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში 77 წლის გიორგი ანანიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.
ამის შესახებ “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს” ადგილობრივებმა განუცხადეს. მათი თქმით, საქონელი, რომელსაც მოხუცი აძოვებდა, მავთულხლართებთან ძალიან ახლოს იყო.