-
2014-04-13 02:28
უკვე ხუთ საათზე მეტია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს. მის დასრულებას საგამოძიებო სამსახურის ოფისის წინ ჟურნალისტები და გიგი უგულავას მეგობრები ელოდებიან.
სავარაუდოდ, უგულავას დაკითხვის თემა თბილისის მერიასა და "სითი პარკს" შორის დადებულ ხელშეკრულებას უკავშირდება. თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი დაკითხვაზე დილით იყო დაბარებული, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში გამართული შეხვედრის გამო დაკითხვა 21:00 საათზე დაიწყო.
"ფინანსურ პოლიციაში გიგი უგულავას დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება. ბზობას გილოცავ ბიძინა!...", - ასე ეხმიანება გაგრძელებულ დაკითხვას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე, რომელიც საგამოძიებო სამსახურის ოფისთან იმყოფება.
