
გიგი უგულავას დაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, ღამის სამი საათისთვის შეტაკება მოხდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფისთან.
შეტაკების ამსახველი კადრები „თავისუფალმა ზონამ“ გაავრცელა, რომელმაც ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომასალა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს.