-
2014-04-13 01:23
„სიტუციამ ყირიმში შესაძლოა „დომინოს ეფექტი“ გამოიწვიოს“-ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავუთოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინონ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღზე.
როგორც თურქული მედია იუწყება, დავუთოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს რეფერენდუმის შედეგებს.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ აპირებს აღიაროს ყირიმში გამართული რეფერენდუმის შედეგები, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ნორმებთან.
ამავე დროს, რუსეთთან ყირიმის მიერთების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აღადგინონ ფრენა.