ის ფაქტი, რომ ონლაინ ვაჭრობის სფეროს და ბევრ კომპანიას საშუალება მიეცათ გააგრძელონ საქმიანობა შეზღუდვების შერბილების პირველივე ეტაპზე, კარგი შესაძლებლობაა როგორც მომხმარებლისთვის, რომ მიიღოს სასურველი პროდუქცია, ასევე თავად კომპანიებისთვის, რომელთაც ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, უზრუნველყოს თანამშრომლისა და მომხმარებლის უსაფრთხოება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
თბილისში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
ფოტოხაფანგმა მაჭახელას ეროვნული პარკის კლდეებზე მოსეირნე არჩვები დააფიქსირა, – ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო „ფეისბუქზე“ წერს.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და ისრაელში კორონავისრუსთან დაკავშირებით შემქნილი მდგომარეობა განიხილეს და პოსტკრიზისულ პერიოდში რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თბილისში, ახვლედიანის აღმართზე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში და რამდენად სასწრაფოა ეკონომიკური გადარჩენის გეგმის წარდგენა და განხორციელება. მისივე თქმით, გეგმა, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, სრულიად არასაკმარისია, მოსახლეობის დახმარებისა და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ეს არასაკმარისი გეგმაც კი არ სრულდება. როგორც ბაქრაძე აცხადებს, ხელისუფლება ვერ ან არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას.
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.