სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხელების ცენტრებიდან და რუხის საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 23 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონოდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას „ინტეფაქსი“ ავრცელებს. კალაშნიკოვის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის.
ფინეთის პრემიერმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებმა კორონავირუსის შესახებ მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევის დაფიქსირება იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.
დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა – უკვე პირველ გადარჩენილებს ითვლიან
ისრაელი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. კერძოდ, წუხელ, მთავრობის შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ შაბათიდან გარკვეული ბიზნესი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს, მათ შორის არის სილამაზის სალონები და რესტორნებისა და კაფეების მიტანის სერვისი.
საუდის არაბეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამათრახება, როგორც სასჯელი ფორმა, გაუქმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სასამართლოს ინფორმაციით, გამათრახება პატიმრობით ან ჯარიმით შეიცვლება.
იტალიაში, კოვიდინფექციის გავრცელების დღიდან, კორონავირუსისგან სულ მცირე 150 ექიმია დაღუპული, -ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ იტალიის ექიმთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.