გია ვოლსკი - სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ჩამოყალიბდა სააკაშვილის რაღაც კლასტერი

Image

სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ჩამოყალიბდა სააკაშვილის რაღაც კლასტერი, რომელიც ორინტირებულია დესტრუქციაზე და ყველა მათი გამონათქვამი მიმართულია სწორედ ამისაკენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს.

 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საერთაშორისო მედიის შეფასება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით მისასალმებელია, ოპოზიცია კი ცდილობს ყველაფერს ჩრდილი მიაყენოს.

„ოპოზიცია თავის კლასიკური გაგებით ნიშნავს პოლიტიკოსთა, ექსპერტთა გაერთიანებას, რომელიც უკეთესი გადაწყვეტილების ძიებაზე არის ორიენტირებული, ასეთი რამ სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება. რაც შეეხება კონკრეტულ სტატიებს, აქ ეჭვის შეტანა შეიძლება, რა თქმა უნდა, რომ არ იყოს კონკრეტული ფაქტები, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედება და არა მარტო ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით, არამედ ზოგადად მისი საქმიანობა ამ სფეროში. ნებისმიერი შეფასება, რომელიც გაისმის არა მარტო მედიიდან, არამედ საკმაოდ მაღალი ოფიციალური დონეებიდან, არის რეალური, არის მისაღები და პირიქით მისასალმებელია და წესით, რეალური ოპოზიცია რომ არსებობდეს, ისინიც სიამოვნებით უნდა აღნიშნავდნენ იმას, რაც პოზიტიურია. სამწუხაროა, რომ მოიძებნა ადამიანთა ჯგუფი სააკაშვილის კლასტერიდან, რომელიც ამას არ დაგიდევს და ცდილობს ყველაფერს ჩრდილი მიაყენოს, რასაც პოზიტივი ჰქვია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !