მაია მიმინოშვილი - ეროვნული გამოცდების სრულად გაუქმება ნამდვილად არ იქნება გამართლებული, უპრიანი არ იქნებოდა გადავადებაც, რადგან ჯერჯერობით არ ვიცით, როგორი ვითარება იქნება მომავალში

Image

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შეფასებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება გამართლებული არ იქნებოდა. ამის შესახებ მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

 

როგორც მიმინოშვილი აღნიშნავს, გამოსავალი არც გამოცდების თარიღის გადავადებაშია.

„საუბარია იმასთან დაკავშირებით, გაუქმდეს თუ არა სრულიად გამოცდები და ყველა მსურველი ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში, ალბათ ამაზე საუბრის გაგრძელება არც ღირს და დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად არ იქნება გამართლებული, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სასწავლო პროცესი არ ჩავარდნილიყო, შემოღებულ იქნა ე.წ ონლაინკურსები და სასწავლო პროცესები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და არ გამოცხადდა აკადემიურ წლად, რაც ნამდვილად ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ბუნებრივია, უმაღლეს სასწავლებლები ისევ ელოდებიან სტუდენტებს, მათ უნდა განაახლონ ეს პროცესი, როგორიც არ უნდა იყოს რეალობა მომავალში და ამ აბიტურიენტებს ნამდვილად სჭირდებათ შერჩევის კონკრეტული სისტემა. ახლა არანაირი დრო არ არის იმის, რომ ახალ სისტემაზე დაიწყოს სამინისტრომ ფიქრი, მე ლოჯისტიკურ ნაწილს ვგულისხმობ. გამოცდების გადავადებაც უპრიანი არ იქნებოდა იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ ვიცით მომავალში როგორ იქნება ვითარება. ღმერთმა ქნას ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, მაგრამ როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ნუ შევიქმნით იმის ილუზიას, რომ კორონავირუსი დამარცხდება ივლისში, აგვისტოში ან სექტემბერში. ბუნებრივია, ბევრ რამეს შეუშლის ხელს გამოცდების გადავადება და მეორე მხრივ, ეს არ არის გამოსავალი“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !