
პირველი მარტის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსით ათობით ჟურნალისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსით 55 ჟურნალისტი დაიღუპა, რომელთა ნაწილი სამსახურეობრივი საქმიანობის დროს დაინფიცირდა.
„ჟურნალისტები დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათ უწევთ გააგრძელონ ადამიანების ინფორმირება, წავიდნენ საავადმყოფოებში, ჩაწერონ ექიმები, ექთნები, პოლიტიკური ლიდერები, სპეციალისტები, პაციენტები. ბევრ ქვეყანაში მათი უსაფრთხოება დაცული არ არის“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.