გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების ნაწილის უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვაზე - ამ წერილში აქცენტი არასწორადაა დასმული, ჩვენს გუნდს სხვა ტიპის პოზიცია გვაქვს

Image

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტისადმი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წერილში აქცენტები არასწორადაა დასმული.

 

როგორც ბოკერია აცხადებს, პარტიას განსხვავებული პოზიცია აქვს.

„ჩვენს გუნდს, „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს პარტნიორებს, „თავისუფალ დემოკრატებს“ სხვა ტიპის პოზიცია გვაქვს. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის ამ წერილში არასწორად არის აქცენტი დასმული. ივანიშვილის მთავრობას სააკაშვილი რომ არ მოსწონს, სძულს და პოლიტიკურ დევნას რომ გადააყოლა ქვეყანა, ეს არის პრობლემა, ის კი არა - ვინ არის მართალი სააკაშვილის შეფასებაში ან როგორ ვაფასებთ წარსულს „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმების. ახლა ამაზე კი არ უნდა იყოს დისკუსია, დისკუსია იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიულად ნორმალური ურთიერთობა და ეს საკითხი არის უკრაინის შიდა საკითხი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და პირველ რიგში, ივანიშვილის მთავრობა ამაში არ უნდა ერეოდეს და ამ საკითხზე თავის პოზიციას არ უნდა გადააყოლოს ქვეყნის ინტერესი, რასაც ივანიშვილი აკეთებს და არასწორია ამაზე კამათი იმით, რომ ჩენ დადებითაც ვაფასებთ სააკაშვილის დანიშვნას, თუ მის წარსულ მოღვაწეობას. ეს აქ რელევანტურიც არ არის. ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ იმის შეფასებისგან, უკრაინისთვის რა იქნება კარგი და რა არა. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი აზიანებს ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კომენტარების თაობაზე მიმართავენ. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !