-
2020-05-01 19:49
აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1854-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 50 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ქვეყნის ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. მათივე ცნობით, ერთ დღეში მსხვერპლი ერთი ადამიანით გაიზარდა, ხოლო 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შედეგად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1365-მდე გაიზარდა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 464 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს, რომელთაგან 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 29-ის - საშუალო სიმძიმის.
შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში 146 630 ტესტი ჩატარდა.