ზუგდიდში, სოფელ კახათის მკვიდრმა 36 წლის მამაკაცმა სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
ახალციხეში, სოფელ მინაძესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ფიატის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან გოგონას, მარიხუანას მოწევას ასწავლის. გამოძიება დაიწყო.
„თი ბი სი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადა. მისი ადვოკატის კახა წერეთლის ინფორმაციით, ბიზნესმენის ოჯახის წევრმა გირაოს გადახდა უძრავი ქონებით უზრუნველყო.
თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს მას ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს.
თარხნიშვილზე დაჭრილი მამაკაცი, ვახტანგ სუთიძე მოდის ექსპერტის, დალი ჩიტალაძის შვილია. დალი ჩიტალაძის თქმით, მის ვაჟს, უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა ის ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა.
ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს.
"EUROJUST-თან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, იუსტიციის სისტემა, რომელიც ევროპული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ იუსტიციის სისტემას, არამედ პროკურატურის ორგანოებს და სასამართლოებს, გახდა ევროკავშირის სივრცის ნაწილი"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
თბილისში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა, ბავშვი კი სავარაუდოდ ნაგავში დატოვა.
თემქაზე, საცხოვრებელ სახლში, სადაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შუახნის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.