თემქაზე, საცხოვრებელ სახლში, სადაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შუახნის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარ ფატქთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.