
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან გოგონას, მარიხუანას მოწევას ასწავლის. გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.