
თარხნიშვილზე დაჭრილი მამაკაცი, ვახტანგ სუთიძე მოდის ექსპერტის, დალი ჩიტალაძის შვილია. დალი ჩიტალაძის თქმით, მის ვაჟს, უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა ის ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა.
"გიჟები დადიან ქალაქში და ერთ-ერთი მათგანი ჩემს შვილს დაესხა თავს. ის მას მხოლოდ ეკლესიაში წირვებზე ჰყავს ნანახი. როდესაც ჩემი შვილი დილით ტაძრიდან ბრუნდებოდა, გამოჰყვა ეს მამაკაცი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, სადარბაზოში შემოყვა, უკან მიეპარა და დანა დაარტყა. დაკარგა ბევრი სისხლი და ახლა ოპერაცია უტარდება" - ამბობს დალი ჩიტალაძე.
დაჭრილი ვახტანგ სუთიძე მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაციას ჩაუტარეს.