
„თი ბი სი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადა. მისი ადვოკატის კახა წერეთლის ინფორმაციით, ბიზნესმენის ოჯახის წევრმა გირაოს გადახდა უძრავი ქონებით უზრუნველყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. თავდაპირველად წერეთელი აცხადებდა, რომ ის თანხის გადახდას არ აპირებდა, რადგან აღნიშნული ოდენობის თანხა არ გააჩნდა.