-
2019-09-06 12:50
"EUROJUST-თან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, იუსტიციის სისტემა, რომელიც ევროპული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ იუსტიციის სისტემას, არამედ პროკურატურის ორგანოებს და სასამართლოებს, გახდა ევროკავშირის სივრცის ნაწილი"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
"იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. აქ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვრის მართვის სტრუქტურებსა და ჩვენს პოლიციასთან ერთად და ამ თანამშრომლობის რეჟიმში, რა თქმა უნდა, დავრჩებით."-აღნიშნა წულუკიანმა