„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძეს განცხადებით მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მოსამართლე ბრალდებულს არ უნდა უშვებდეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს.
25 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კახა კალაძემ განცხადება გააკეთა.
„ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანის პაატა მანჯგალაძის განცხადებით სისტემა რიგით პოლიციელებზე ძალადობს.
კომპანია „ფრესკო“ პროტესტის ნიშნად ერთი დღით სამუშაო პროცესს შეაჩერებს.
18 ნოემბრის მშვიდობიან აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მომხდარის შესახებ განცხადება გააკეთა.
სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, თუმცა მათი მიზანი მხოლოდ ეს არ ყოფილა.
სამართალდამცავები რუსთაველზე განთავსებულ კარვებს იღებენ და ტერიტორიის მშვიდობიანი აქციისგან სრულიად გაწმენდას გეგმავენ.
აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა უკვე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლები. სწორედ ამ საშუალებებით ებრძვიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.
ამ დროისთვის აქციის დარბევისას რამდენიმე ადამიანია დაშავებული. მათ შორის ერთ-ერთი აქტივისტებმა თავად მიიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანებთან, სადაც მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ.
სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეებზე იერიში მიიტანა.
აქციის დასარბევად ამ ეტაპზე გამოყენებულია წყლის ჭავლები და ცრემლსადენი გაზი. მიუხედავად ამისა, აქტივისტები დაშლას არ აპირებენ.
ამ დროისთვის მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს.
შსს-ს წარმომადგენლებს ასევე აქციის მონაწილეები გაყავთ და ახორციელებენ მათ მასობრივ დაკავებას.
ასეულობით სპეცდანიშნულების რაზმმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა და საკანონმდებლო შენობისკენ მიემართებიან.
ამ დროისთვის უცნობია რა ბრძანება აქვთ მათ.
აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს დახვდა შეძახილებით "მშვიდობა" და ისინი სამართალდამცავების შეჩერებას ცდილობენ.
აქტივისტები ითხოვენ არ გამოიყენონ ძალა მათ წინააღმდეგ და სპეცრაზმის წევრებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.