ბადრი ჯაფარიძე გიორგი ვოლსკის უჩივის

Image

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს მას ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს.

 

"ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ბრძოლის დანახვა იოლად შეიძლება სხვადასხვა სამთავრობო პირების საჯარო გამოსვლებში და მათ ქმედებათა ჯაჭვში, რომელიც ერთ წელზე მეტია გრძელდება. ფაქტია, რომ პროკურატურას მიღებული აქვს ჩვენზე შემოტევის დავალება, რის შედეგადაც შეითხზა სრულიად აბსურდული ბრალდება და დაგვიწესდა ბრუტალური რეპრესიული ხასიათის შეზღუდვები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების და ქართული ოცნების მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტრულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ "ფაქტებს" ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ. ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ "ფაქტებს" იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ. ვინ იქნება შემდეგი დრო გვიჩვენებს."-ნათქვამია განცხადებაში

რედაქტორის რჩევით

მომღერალ ნინო ჩხეიძის სასცენო კაბები(ფოტოები)

2020-01-21 18:34
მომღერალი ნინო ჩხეიძე 15 წელზე მეტია რაც სცენაზე დგას და მსმენელს მრავალფეროვან რეპერტუარს ...

რუსთავში გაზის სავარაუდო ინტოქსიკაციით მამა- შვილი გარდაიცვალა

2020-01-21 17:05
რუსთავში გაზის სავარაუდო ინტოქსიკაციით მამა- შვილი გარდაიცვალა.

დედაქალაქს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა

2020-01-21 12:45
დედაქალაქს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს

2020-01-21 11:59
“და ჩვენ ვიცეკვეთ” წლის საუკეთესო ფილმად  შვედეთში დაასახელეს.
რჩეული ვიდეოები

იუსტიციის სამინისტრო საპატიმროში გადაღებულ ვიდეოს ასაჯაროვებს (ვიდეო)

2020-01-21 15:45
საქართველოს პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის წლის ანგარიში მოისმინეს, ...

ნუ გამომიგზავნით ისეთ თანამშრომლებს , რომლებიც პატიმრის შოკოლადს მიირთმევენ და დახეული შარვალი აცვია" - თეა წულუკიანი სახალხო დამცველს (ვიდეო)

2020-01-21 13:04
ნუ გამომიგზავნით ისეთ თანამშრომლებს , რომლებიც  პატიმრის შოკოლადს  მიირთმევენ და დახეული შარვალი აცვია" -  თეა...

როგორ უყურებდა ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონის სიტყვით გამოსვლას(ვიდეო)

2020-01-21 12:10
 ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ერთმანეთს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შეხვდნენ.

სად გაქრა ვლადიმერ პუტინი საერთო ფოტოსესიამდე

2020-01-20 13:50
ჟურნალისტი დიმიტრი სმირნოვი Twitter-ის გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, როგორ ეძებენ ...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.1892
0.0110
100
RUB
 - 
4.6737
0.0151
1
USD
 - 
2.8770
0.0011

გუშინ:

ჰიტები:1666 უნიკალური:1263

მიმდინარე:

ჰიტები:1300 უნიკალური:945