უკრაინელ ინტერნეტმომხმარებლებში პოპულარულია ვიდეო, სადაც სპეციალური პოლკის "დონბასის" ქართველი მებრძოლები, ცოტა ხნის წინ დაღუპული გიორგი ჯანელიძის მეგობრები, ბრძოლის წინ ქართულად მღერიან.
რადიოსადგური „გოვორიტ მოსკვა“ ვებგვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილთან ირაკლი ქანთარიასთან, რომელმაც „თავისუფალი ზონის“ სხვა წევრებთან ერთად თბილისში რუსი ბაიკერები აიძულა, „გეორგიევსკის ლენტები“ დაეჭრათ.
ქართული არმიის 24 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების ბატალიონ "დონბასში" ქართული მოიერიშე ასეული ,,იბერია,, ჩამოყალიბდა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე დავით მარტიაშვილი, რომელიც ატო-ს ზონაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში მათი დაწყების დღიდან მონაწილეობს, წერს, რომ ადრე თავად უშლიდა ხელს უკრაინაში საომრად ათეულობით და ასეულობით ადამიანის ჩასვლას, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.
უკრაინის ერთიანობისთვის ბრძოლებში, ანტიტერორისტული ოპერაციის შიროკინოს ზონაში დაღუპული, ბატალიონ "აზოვის" ქართველი მოხალისე მებრძოლი გიორგი ჯანელიძე თბილისში ჩამოასვენეს.
უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაღუპული ბატალიონ "აზოვის" ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე თბილისში ჩამოასვენეს.
რამდენიმე უკრაინული და რუსული ინტერნეტგამოცემის ცნობით, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ჩეჩენ მეომარზე დაყრდნობით ვრცელდება, რამზან კადიროვმა ჩეჩენ ამბოხებულებთან მოლაპარაკება დაიწყო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, შიროკინოსთან, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის დაღუპვას ეხმაურება და წერს:
არა, არ ვიტყვი, რომ თქვენზე წერა ძნელია. წერა არაა ძნელი. ძნელია ბრძოლა: ორი ქვეყნისთვის როცა იბრძვი, როცა გჯერა, რომ რასაც იქ, არცთუ შორეულ უკრაინაში აკეთებ, შენს ქვეყანასაც იცავს და აძლიერებს.
„აფხაზეთის ხმა“ უკრაინაში, ატო-ს ზონაში, დონეცკის ოლქის სოფელ შიროკინოსთან დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის (საბრძოლო სახმობი-მეტსახელი „სატანა“) კიდევ ერთ ვიდეოს გთავაზობთ.