უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი "შუსტერ ლაივში" აცხადებს, რომ არ განიხილავს რუსებს უფროსი ძმის სტატუსში და აგრესორებისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს, აცხადებს რა, რომ თვითონაც მზად არის ამისთვის.
საუდის არაბეთის 53-მა რელიგიურმა ლიდერმა ხელი მოაწერა ონლაინ-პეტიციას, სადაც მოუწოდებენ მუსლიმ მორწმუნეებს, მორალური, მატერიალური და სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადონ სირიის ხელისუფლების, ასევე მისი მხარდამჭერი ირანისა და რუსეთისთვის ჯიჰადის დაწყებას. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში ქართველი პარტიზანი, პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი მსუბუქად დაიჭრა. საბრძოლო მისიის შესრულების დროს მას ტყვია თავში მოხვდა, თუმცა, საბედნიეროდ, ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა. ქართველ პარტიზანებთან ერთად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნური ბატალიონიც იბრძვის.
უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვის გაუქმება დღის წესრიგში დგას არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერტიკალის წინაშეც. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები და იქ ჩასული ეთნიკური რუსები სულ უფრო და უფრო ხშირად ჩივიან, რომ მათი უფლებები ირღვევა და რომ რუსებს აფხაზეთში მეორეხარისხოვან ადამიანებად აღიქვამენ.
პაატა ზაქარეიშვილი "აიპრესთან" საუბარში ამბობს, რომ რადგან არ არსებობს მფრინავი მატარებელი, შეუძლებელია, გალიდან სამეგრელოში მატარებლები გადმოვიდნენ, იმიტომ რომ არ არსებობს ხიდი, სადაც მათ უნდა გაიარონ.
lb.ua-ს ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სამი კილომეტრის დაშორებით მდებარე დონეცკის დასახლება სპარტაკში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გადაღებული ფოტოები.
1992-93 წლებში აფხაზეთში, რუსეთის მიერ ინსპირირებული და მისი ფარული მონაწილეობით განვითარებული სამხედრო კონფლიქტის დროს, ქართველების მხარეს უკრაინელ მეომართა ოცკაციანი ჯგუფი იბრძოდა.
უკრაინულენოვანმა "ევრონიუსმა" ინტერვიუ ჩაიწერა რუს მაიორ ვლადიმირ სტარკოვთან, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა 25 ივლისს დაკავა. მას დონბასში სატვირთო ავტომანქანით რუსეთიდან ამუნიცია ჩაჰქონდა.
"რაც ვერ შესძლეს რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს, ის მოახერხეს 2012 წელს და საქართველოში დასვეს ის ხელისუფლება, რისი დასმაც უნდოდათ 2008 წელს". - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
ერთმანეთთან ქიშპი ნაძარცვის გაყოფის გამო, ასევე, გავლენების გადანაწილებისას, ხმაურიანი დაპირისპირების დეტალები ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის მოხალისეებს შორის - სიკვდილს გადარჩენილები შემზარავ ფაქტებზე საუბრობენ: