სპეციალური დანიშნულების პოლკი „აზოვი“ მარიუპოლიდან აღმოსავლეთ მიმართულებით ფართომასშტაბიან შეტევას აგრძელებს. კომინტერნოვოსთან, რომელიც სტრატეგიულ წერტილადაა მიჩნეული, უკრაინის დროშა აფრიალდა.
უკრაინის ატო-ს ძალებმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ საკუთარ გვერდზე პოლკი „აზოვი“ წერს.
ფორუმ-თეატრის ფორმატით წარმოდგენილ სპექტაკლში „მშვიდობა იწყება ჩვენგან“, რომელიც ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა აფხაზ თანატოლებს მიუძღვნეს, გულგრილი არავინ დატოვა არც ზუგდიდში და არც სოხუმში.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მსოფლიოს უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების დაღუპული და დატყვევებული რუსების პასპორტები და სამხედრო ბილეთები აჩვენა.
2014 წლის მარტში, როცა ხარკოვში რუსეთის მომხრეების მიტინგი გაიმართა, აქტივისტებმა "პრავი სექტორის" ოფისი დაარბიეს, იქედან უკრაინისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების დროშები გამოიტანეს და საჯაროდ დაწვეს. დროსებს შორის, რომლებსაც ცეცხლი წაუკიდეს, საქართველოს სახელმწიფო დროშაც იყო.
მოსკოვში, უკრაინის საელჩოსთან ყვავილებით მისული მოსკოველები პოლიციამ სასტიკად სცემა. საბოლოო ჯამში, ნაცემია ოცამდე მოქალაქე.
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საცხოვრებელი ზონის დაბომბვის დაწყება ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო. ერთ მათგანზე უშუალოდ დაბომბვის დაწყების მომენტია გადაღებული, მეორეზე კი ჭურვი პირდაპირ ვიდეორეგისტრატორიანი მანქანის წინ ფეთქდება და წინ მიმავალი "გაზ ელ"-ის კაბინას ხვდება.
საარტილერიო დანადგარ "გრადიდან" მე-9 და მე-10 ბლოკპოსტის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვას მარიუპოლში მსხვერპლი მოჰყვა: დანგრეულია ორი ცხრასართულიანი სახლი, ჭურვი ბაზარში ჩამოვარდა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
უკრაინული მედია პარტიზანული დაჯგუფების „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე დაყრდნობით წერს, რომ რაზმმა "Тени" რუსი გენერალი მოკლა.
ISIS-მა ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩაწერილია ორი დატყვევებული მამაკაცის დაკითხვა. მათი სიტყვებიდან ირკვევა, რომ ორივენი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით მოქმედებდნენ.