-
2015-04-24 23:27
რამდენიმე უკრაინული და რუსული ინტერნეტგამოცემის ცნობით, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ჩეჩენ მეომარზე დაყრდნობით ვრცელდება, რამზან კადიროვმა ჩეჩენ ამბოხებულებთან მოლაპარაკება დაიწყო.
მებრძოლმა საძახისით «Череп» განაცხადა, რომ რამზან კადიროვმა მოინანია მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, პუტინის გვერდით დგომა:
„ის გონს მოვიდა და მოლაპარაკება დაიწყო ჩეჩნეთის ერთგულ ბოევიკებთან, რომლებმაც რუსებს არ დაუჩოქეს. ის ჩვენი მოკავშირე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან ჩეჩნეთის ომი გარდაუვალია“, - მოჰყავთ მეომრის სიტყვები გამოცემებს.
შეგახსენებთ, მანამდე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუს სამხედრო მოსამსახურეებს მისი ბრძანებით ცეცხლს გაუხსნიან, თუკი ისინი ჩეჩნეთის სპეცსამსახურებთან და სამართალდამცველებთან წინასწარი შეთანხმების ან მათი ნებართვის გარეშე ჩეჩნეთში სამხედრო ოპერაციებს ჩაატარებენ.