-
2015-04-25 02:37
უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაღუპული ბატალიონ "აზოვის" ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე თბილისში ჩამოასვენეს.
გიორგი ჯანელიძე სოფელ შიროკინოსთან დაიღუპა, როცა თავში მიღებული ჭრილობის მიუხედავად, წინახაზზე გავიდა შეტაკებებში მონაწილეობდა. თავდაპირველად მისი ცხედრის გამოტანა ვერ ხერხდებოდა, ხოლო ტერორისტებმა და რუსმა სამხედროებმა, დაინახეს რა, რომ ბატალიონის მებრძოლები ყველაფერს აკეთებდნენ ცხედრის გამოსატანად, იგი დანაღმეს.
საბოლოოდ, გიორგი ჯანელიძის ცხედრის გამოტანა დაღუპვიდან მეორე დღეს, გამთენიისას მოხერხდა. მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. კიევში გიორგი ჯანელიძის მეუღლე გაემგზავრა, სადაც მას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა.
24 აპრილს უკრაინის ერთიანობისთვის დაცემული ქართველი მეომარი კიევიდან თბილისში გააცილეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს უამრავი მოქალაქე დახვდა, მათ შორის ისინიც, ვინც გიორგი ჯანელიძეს პირადად არ იცნობდა.
გიორგი ჯანელიძე საქართველოს მეხუთე მოქალაქეა, ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა დროს ემსხვერპლნენ. მანამდე დაიღუპნენ დათო ყიფიანი, ზურაბ ხურცია, თამაზ სუხიაშვილი და ალექსანდრე გრიგოლაშვილი.

