„აფხაზეთის ხმა“ უკრაინაში, ატო-ს ზონაში, დონეცკის ოლქის სოფელ შიროკინოსთან დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის (საბრძოლო სახმობი-მეტსახელი „სატანა“) კიდევ ერთ ვიდეოს გთავაზობთ.
ვიდეოზე ჯანელიძე „აზოვის“ უკრაინელ მებრძოლებთან ერთადაა გადაღებული და ის მათ ქართული ცეკვის ილეთებს ასწავლის. ამ ვიდეოს გარდა, „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს კიდევ რამდენიმე ვიდეო, სადაც გიორგი ჯანელიძე შეტაკებებში მონაწილეობს. კადრები ორი დღის წინაა გადაღებული, როცა ჯანელიძე უკვე თავში იყო დაჭრილი, მაგრამ თანამებრძოლები არ მიატოვა.
შეგახსენებთ, გიორგი ჯანელიძე ბოლო პერიოდში თურქეთში ცხოვრობდა და უკრაინაში სწორედ იქედან ჩავიდა.
გიორგი ჯანელიძე უშუალოდ ატო-ს მიმდინარეობის დროს უკრაინაში დაღუპული მესამე ქართველი მებრძოლია. მანამდე იქ ქართველი მოხალისეები ალექსანდრე გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი დაიღუპნენ.