"ინტერფაქსი" იუწყება, რომ ნატოს ოთხი საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში შევიდა. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის წყარო სამხედრო-დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელია.
ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დონეცკის ოლქის სოფელ სტაროგნატოვკასთან, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, კასეტური ბომბის ნარჩენები აღმოაჩინეს.
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ დააკავეს უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა ხარკოვში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილები.
ხარკოვში, მშვიდობის მარშის მიმდინარეობის დროს, გზისპირას დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
სსრკ-ში წარმოებული ცეცხლმტყორცნი "შმელი" აღმოუჩინეს ხარკოვში, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილ პირებს. ცეცხლმტყორცნი წარმოადგენს მექანიკურ ცეცხლის წამკიდებელ მოწყობილობას, რომელიც ახდენს გრძელი, კონტროლირებადი ცეცხლის ნაკადის გასროლას.
ხარკოვში, სპორტის სასახლესთან მომხდარი ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი დაიჭრა. აფეთქება ჟუკოვის რაიონში, ღირსების მარშის დროს მოხდა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოთხი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა და იარაღი ამოიღო.
უკრაინის "ღირსების რევოლუციის" წლისთავზე "კურიერი 21 საათზე" 20 თებერვალს ეთერში მაიდნიდან გავიდა.
ანალიტიკოს ეველინ ნეფერტარის ათ თვეზე მეტი დასჭირდა, რათა 2014 წლის 20 თებერვლის გარემოებათა ამსახველი ყველა ვიდეო შეეკრიბა, დაეხარისხებინა და "ღირსების რევოლუციის" ყველაზე მძიმე დღისადმი მიძღვნილი ფილმი შეექმნა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცრებს შორის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა გამცემი - კაპიტანი შლიაპკინი, რომელიც ФСБ-ს თანამშრომლების მიერ იყო გადაბირებული.
დებალცევოს უკრაინის შეიარაღებული ძალები და თვითორგანიზებული მოხალისეთა ბატალიონები ტოვებენ. ვიდეო 18 თებერვალს, დილითაა გადაღებული. დებალცევოდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო.