კონფლიქტები

თელავის საკრებულოს წევრი პოლიციელის თანდასწრებით სცემეს

თელავის საკრებულოს წევრს ფიზიკური დაზიანება პოლიციელთა თანდასწრებით მიაყენეს, - ამის სესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ იტყობინება. 26 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თელავში, ქალაქის ცენტრში „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ საკრებულოს წევრი ნიკა ვარდოშვილი ცემეს.

>>>

ფსკოველი მედესანტეები, ოფიციალურად, ინფარქტითა და ინსულტით დაიღუპნენ (ვიდეო)

რუსული ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტმა ვლადიმირ რომენსკიმ, რომელიც ფსკოვში ჩავიდა და სასაფლაოზე იღებდა სიუჟეტს დაღუპული რუსი მედესანტეების შესახებ, „კაცებისკან შავებში“ მიიღო რჩევა, არც კი ეცადოს რამის გარკვევას.

>>>

უკრაინის არმიამ რუსეთის საჰაერო-სადესანტო დივიზიის ათი მებრძოლი ტყვედ აიყვანა (ფოტოები)

დონეცკის ოლქის ამბროსიევსკის რაიონში, დასახლებულ პუნქტ ზერკალნოესთან ახლოს უკრაინის არმიამ რუსი მედესანტეები აიყვანა. ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.

>>>

ზაზა გაბედავამ მაქს დობერმანი მოატყუა, Skype-ით ჩაწერა, კადრები კი „კიბერბერკუტმა“ გამოაქვეყნა

მოსკოვში მცხოვრები ზაზა გაბედავა, ყოფილი პატიმრის გიორგი გაბედავას მამა უკრაინაში მებრძოლ ქართველს მაქს დობერმანს დაუკავშირდა, საუბრის ჩანაწერი კი „კიბერბერკუტის“ ხელში აღმოჩნდა.

>>>

ერაყელმა ტერორისტებმა, უნებურად, აშშ-ის ავიაციის წერტილოვანი დარტყმა გადაიღეს (ვიდეო)

ტერორისტული და თვითაღიარებული ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა უნებურად გადაიღეს აშშ-ის სამხედრო ავიაციის წერტილოვანი დარტყმა, რომელმაც გასასროლად გამზადებული "ჰაუბიცა" გაანადგურა. 

>>>

კიევი, დამოუკიდებლობის მოედანი - კადრები უკომენტაროდ

კიევი, დამოუკიდებლობის მოედანი. უკრაინელები ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

>>>

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინაში „ჰუმანიტარულ ტვირთს“ ისევ გაგზავნიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს, ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ისევ გაგზავნოს.

>>>

პეტრე პოროშენკო: არ გავჩერდებით, სანამ არ გაგათავისუფლებთ, ნადეჟდა!

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რუსეტში ტყვედ მყოფი უკრაინელი მფრინავი ქალი ნადეჟდა სავჩენკო ორდენით დააჯილდოვა.

>>>

ათონის მთის ბერებმა ივერიის ღვთისმშობლის ხატი დონეცკში ჩაიტანეს და "ბოევიკები" აკურთხეს (ვიდეო)

დონეცკსა და მაკეევკაში ათონის მთის ბერებმა ივერიის ღვთისმშობლის, წმინდა პანტელეიმონის, მაცხოვრის ხატები ჩაიტანეს და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოხალისე მებრძოლებს მათთან მიახლების საშუალება მისცეს, ამასთან, მათ მისცეს კურთხევა "მოძალადეებთან საბრძოლველად".

>>>

სატვირთო მანქანებში დონეცკის სამხედრო ქარხანა "Топаз"-ის მოწყობილობა ჩატვირთეს

სატვირთო ავტომანქანებში, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის ნიღბით შევიდნენ, დონეცკის სამხედრო ქარხნისა და ლუგანსკის ვაზნების ქარხნის მოწყობილობები ჩატვირთეს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !