კონფლიქტები

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ეუთოს ტერორისტებისთვის ჩამორთმეული შეიარაღება წარუდგინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დღეს კიევში ეუთოს წარმომადგენლებსა და სამხედრო ატაშეებს ის შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა წარუდგინა, რომელიც ტერორისტებს ოპერაციის ზონაში ჩამოართვეს და არ ეკუთვნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

>>>

უკრაინელებმა „უსპენკასთან“ 20 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს და 26 დაქირავებული ტერორისტი მოკლეს

უკრაინის სასაზღვრო რაზმმა, რომელიც მონაკვეთზე პატრულირებდა, ამბროსიევსკოეს რაიონში, ლისიჩიეს დასახლებულ პუნქტთან რუსი ტერორისტების კოლონა აღმოაჩინეს, რომელიც სასაზღვრო პუნქტ „უსპენკას“ მიმართულებით გადაადგილდებოდა.

>>>

უკრაინაში მოხალისედ წასული დოდო გუგეშაშვილის პირველი ფოტო უკრაინიდან

"მხედრიონის" ერთერთი დამფუძნებელი და ჯაბა იოსელიანის ნდობით აღჭურვილი პირი დოდო გუგეშაშვილი უკრაინაში საბრძოლველად მოხალისის სტატუსით წავიდა. - ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

>>>

უკრაინა ნატოს წევრობისთვის ემზადება, იანუკოვიჩის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ანულირდება

უკრაინა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს განაახლებს,უკრაინა ნატოს წევრობისთვის მზადებას იწყებს. ამისათვის,როგორც პრემიერი აცხადებს, მთავრობა პარლამენტს შესაბამისი კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.

>>>

„მე რუსეთს შევფიცე და არა *უილოს!“ - რუსი სამხედროები უკრაინელთა მხარეს გადადიან?

ნოვოაზოვსკის რაიონში რამდენიმე რუსული დანაყოფი უკრაინელთა მხარეს გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული სამხედრო პირის დასახელებით, „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

>>>

ორმა უკრაინელმა ოფიცერმა 12 რუს მედესანტესთან ერთად თავი აიფეთქა, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ

მძიმედ დაჭრილმა ორმა უკრაინელმა ოფიცერმა, იმისთვის, რომ მტერს ტყვედ არ ჩავარდნოდა, 12 რუს მედესანტესთან ერთად თავი აიფეთქა. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

>>>

გორლოვკასა და დონეცკში ჭურვებმა ეკლესიები დაანგრია, სამი ადამიანი დაიღუპა

გორლოვკაში, ჭურვის პირდაპირი მოხვედრის შედეგად, ქალაქ კიროვსკოეში მთლიანად დაინგრა წმინდა იოანე კრონშტადტელის სახელობის ტაძარი, სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

>>>

რა ხდებოდა ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში

მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა წინახაზზე 28 აგვისტოს ღამით, „ინფორმაციული წინააღმდეგობის ცენტრი“ აქვეყნებს.

>>>

პუტინმა "ნოვოროსიის" მებრძოლებს ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროებისთვის დერეფნის შექმნისკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. ნოვოროსიის მებრძოლებს მიმართა და მათ ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნისკენ მოუწოდა.

>>>

რუსეთმა პირველად აღიარა, რომ დონბასში რუსი მოხალისეები იბრძვიან

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა აღიარა, რომ დონბასში რუსი მოხალისეები იბრძვიან. ეს რუსეთის მხრიდან ამ ფაქტის პირველი აღიარებაა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !