-
2014-08-23 16:43
სატვირთო ავტომანქანებში, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის ნიღბით შევიდნენ, დონეცკის სამხედრო ქარხნისა და ლუგანსკის ვაზნების ქარხნის მოწყობილობები ჩატვირთეს.
ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, „რუსები მანქანებში ტვირთავენ დონეცკის ქარხანა „ტოპაზის“ მოწყობილობებს (ამ ქარხანაში იწარმოებოდა „კოლჩუგა“ - რადიოტექნიკური დაზვერვის სადგური), ასევე ლუგანსკის ქარხნის მოწყობილობას, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები იწარმოებოდა“, - განაცხადა ლისენკომ.