კონფლიქტები

ტიმჩუკი: მარიუპოლზე იერიში, შესაძლოა, ზღვიდან დაიწყოს

"გამორიცხული არაა, მარიუპოლზე იერიში ზღვიდან დაიწყოს", - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი დიმიტრი ტიმჩუკი "ფეისბუქზე" წერს. 

>>>

დონეცკი 2 სექტემბრის ღამით ცეცხლის ალში გაეხვია (ვიდეო)

2 სექტემბრის ღამის განმავლობაში დონეცკში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ხანძარი საარტილერიო ცეცხლითაა გამოწვეული, რომელიც გუშინ განახლდა.

>>>

პოროშენკო აპირებს, ЛНР და ДНР ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს

აშშ-ში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აპირებს, ЛНР-ისა და ДНР-ისთვის (ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) ტერორისტული ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების საკითხი დასვას.

>>>

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ექვსი ოფიცერი გადააყენეს

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მეთაურებიდან ექვსი ოფიცერი გადააყენეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვალერი გელეტაი იტყობინება.

>>>

ომი კულისებს მიღმა: რა გადაიტანეს ტერორისტებისგან გათავისუფლებულ სელეზნიოვკაში (ვიდეო)

"გრომადსკოე ტვ" აქვეყნებს სიუჟეტს, რომელიც ერთი სოფლის იმ მცხოვრებლებზეა, რომელთაც ტერორისტების მძევლობაში მოუწიათ ყოფნა. რეპორტაჟი დონეცკის ოლქის სოფელ სელეზნიოვკიდან.

>>>

ილოვაისკის ცრუ ჰუმანიტარული დერეფნისთვის გახსნილი ცეცხლის დროს ბოევიკებმა რუსი მედესანტეებიც მოკლეს

მას შემდეგ, რაც ილოვაისკში ჩარჩენილ უკრაინელ მებრძოლებს რუსმა სამხედროებმა და დაქირავებულმა ბოევიკებმა უსაფრთხო დერეფნით გატარების პირობა მისცეს, მერე კი მოულოდნელად, ცეცხლი გაუხსნეს, უკრაინელებთან ერთად, ტყვედ ჩავარდნილი რუსი მედესანტეებიც დაიღუპნენ.

>>>

როგორ ხვდებიან უკრაინელი გმირის ცხედარს ლვოვთან, სოფელ სუშიცაში (ვიდეო)

ლვოვის რაიონის სოფელ სუშიცაში ადგილობრივი მოსახლეობა ხვდება ე.წ. "ტვირთი 200"-ს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ლუგანსკთან, 24 აგვისტოს, ამ სოფლის მკვიდრი სტეფან პეტრივსკი დაიღუპა.

>>>

"სად არის დობერმანი, ჩეჩნებს რომ გაპარსვას ჰპირდებოდა?" - როგორ ეპყრობიან ტერორისტები უკრაინელ ტყვეებს (ვიდეო)

"აფხაზეთის ხმა" ავრცელებს ე.წ. ნოვოროსიის არმიის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას, რომლის ტირაჟირებისგან თავი შევიკავეთ დილის საათებში, როცა ვიდეო სულ ცოტა ხნის გამოქვეყნებული იყო. იქედან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის ტყვეების ვინაობა ოფიციალურად ცნობილია, მათი იდენტიფიკაცია არაა საფრთხის შემცველი მათი სიცოცხლისთვის.

>>>

„მოამზადეთ „მოლოტოვის კოქტეილები“ - რუსული ტექნიკა მშვენივრად იწვის“, - მოწოდების ფურცელი მარიუპოლში

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევისა და ქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე იალტის დასახლებაში რუსი ოკუპანტებისა და ბოევიკების შესვლის ფაქტი არ დასტურდება.

>>>

„აზოვის“, „დნეპრისა“ და „დონბასის“ 173 მებრძოლი ტყვედ აიყვანეს - ტერორისტები „დობერმანს“ ეძებდნენ (+ფოტო)

უკრაინის ერთიანობისთვის მებრძოლი რამდენიმე ბატალიონისა და დანაყოფის წევრები ე.წ. ნოვოროსიის არმიის ბოევიკებმა ილოვაისკთან ტყვედ აიყვანეს. სულ ტყვედ აყვანილია 173 მებრძოლი.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !