რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს, ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ისევ გაგზავნოს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ვადასტურებთ ჩვენს სურვილს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გავაძლიეროთ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა, რისი საჭიროებაც არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან. ჩვენი დახმარება ჯერჯერობით, ისევ მოთხოვნადია“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა თავი წარმოიჩინა, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პარტნიორმა.